ფეხბურთი

12:15 | 4.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

დე ბრუინი ევრო 2020-ის პირველ ტურში სავარაუდოდ, ვერ ითამაშებს

ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში ბელგიის ნაკრების ნახევარმცველის კევინ დე ბრუინის თამაში საეჭვოა. „მანჩესტერ სიტის“ ნახევარმცველმა ჩემპიონთა ლიგის ფინალში ტრავმა მიიღო და გამოჯანმრთელებას დიდი ალბათობით ვერ მოასწრებს. ამის შესახებ „წითელი ეშმაკების“ მთავარმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა.

„ნაკლებ სავარაუდოა, რომ დე ბრუინი პირველი მატჩისთვის ხელმისაწვდომი იყოს. ვინც მას შეცვლის, მოუწევს დაამტკიცოს, რომ მზად არის. დე ბრუინი იგივე წარმოების ნიღბით ითამაშებს, რომელსაც ვერტონგენი იყენებს და რომელიც სრულად გვაკმაყოფილებს.

ვფიქრობ, მომდევნო კვირაში უფრო ნათელი პასუხი გვექნება. ის შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს ევროპის ჩემპიონატისთვის, მაგრამ ახლა არ ვიცით როდის. ჯერჯერობით ძალიან ადრეა ამაზე საუბარი და ჯერ სამედიცინო პერსონალისგან დადებითი პასუხი უნდა მივიღოთ“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში 12 ივნისს, რუსეთის ნაკრებს დაუპირისპირდება.

0.118129