იტალიის ნაკრების განაცხადში იძულებითი ცვლილება მოხდა. „სკუადრა აძურას“ ევროპის ჩემპიონატის წინ მილანის „ინტერის“ საყრდენი ნახევარმცველი სტეფანო სენსი გამოაკლდა, რომელიც ევრო 2020-ზე ვერ ითამაშებს.
სენსის ნაცვლად რობერტო მანჩინიმ ბერგამოს „ატალანტას“ ფეხბურთელი მატეო პესინა გამოიძახა და კონტინენტის პირველობაზე ის გაემგზავრება.
შეგახსენებთ, იტალიის ნაკრები A ჯგუფში ითამაშებს და მისი მეტოქეები თურქეთის, შვეიცარიისა და უელსის ნაკრებები იქნებიან.