საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი როლანდ გაროსის ტურნირს გამოეთიშა. 29 წლის ნიკოლოზი 1/32 ფინალში ესპანელ კარლოს ალკარასს დაუპირისპირდა და უშანსოდ სამ სეტში, 0:3 წააგო.
შეხვედრა საათსა და 55 წუთს გაგრძელდა და რეიტინგის 97-ე ნომერმა ესპანელმა მართლაც დამაჯერებლად, 6:4, 6:2, 6:4 მოიგო.
ბასილაშვილს ეისი არ ჰქონია და 4 ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაშინ, როცა 18 წლის ესპანელმა 10 ეისი მიითვალა და ორმაგი შეცდომა ერთადერთხელ დაუშვა. ამრიგად, ლოგიკურია, რომ ალკარასმა გამარჯვება მოიპოვა და 1/16 ფინალში თამაშის უფლება მოიპოვა.
ნიკოლოზ ბასილაშვილისთვის საფრანგეთის ღია პირველობა დასრულდა და მან მხოლოდ ერთი წრის გადალახვა მოახერხა.
ნიკოლოზ ბასილაშვილი - კარლოს ალკარასი 0:3 (4:6, 2:6, 4:6)