ფეხბურთი

20:02 | 3.06.2021 | ნანახია NaN - ჯერ

ალექსანდერ-არნოლდმა შესაძლოა ევროპის ჩემპიონატზე ვერ ითამაშოს

ინგლისის ნაკრების მარჯვენა მცველი ტრენტ ალექსანდერ-არნოლდი შესაძლოა ევროპის ჩემპიონატს მიღმა დარჩეს. „ლივერპულის“ ფეხბურთელმა ავსტრიასთან სპარინგში ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია დაზიანების ხარისხი.

ალექსანდერ-არნოლდს ბარძაყი აქვს დაზიანებული და უახლოეს 48 საათში იქნება საბოლოო დიაგნოზი. თუმცა, ბრიტანული მედიის ცნობით, დიდი შანსია, რომ მან ევრო 2020-ზე ვერ ითამაშოს.

შეგახსენებთ, გარეთ საუთგეიტმა ალექსანდერ-არნოლდი საბოლოო განაცხადში შეიყვანა, მაგრამ ტრავმის გამო შეიძლება მისი შეცვლა მოუწიოს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064622
სარეკლამო ადგილი - 99
X x X