საქართველოს ეროვნული ნაკრები ნიდერლანდების ნაკრებთან მატჩისთვის მზადებას იწყებს და რუმინეთიდან ენსხედეში ჩაფრინდა.
ვილი სანიოლის გუნდი ნიდერლანდებში სრული შემადგენლობითაა და გამოძახებულ ფეხბურთელებს ფიზიკური პრობლემები არ აწუხებთ.
შეგახსენებთ, საქართველომ რუმინეთი სტუმრად 2:1 დაამარცხა, ნიდერლანდებს კი 6 ივნისს, ისტორიაში პირველად დაუპირისპირდება. მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.