ფეხბურთი

18:54 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას ვასკესმა "რეალთან" კონტრაქტი განაახლა

მადრიდის „რეალმა“ ესპანელ ნახევარმცველ ლუკას ვასკესს კონტრაქტი გაუხანგრძლივა. „სამეფო კლუბის“ ვებგვერდი ამის შესახებ ოფიციალურად იტყობინება.

ვასკესი „რეალის“ ღირსებას 2024 წლის 30 ივნისამდე დაიცავს. ესპანელი ფეხბურთელი „რეალის“ აკადემიის აღზრდილია და მთავარ გუნდში 2015 წლიდან გამოჩნდა.

ლუკას ვასკესს მადრიდულ გრანდში ჩატარებულ 240 თამაშში 26 გოლი აქვს გატანილი. ერთი სეზონი მან იჯარით „ესპანიოლში“ გაატარა და 39 შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111294