ფეხბურთი

14:53 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„სიტის“ თავმჯდომარე სუპერლიგაში შესვლას შეცდომად მიიჩნევს

„მანჩესტერ სიტის“ თავმჯდომარემ, ხალდუნ ხალიფა ალ მუბარაქმა, კლუბის სუპერლიგაში თავდაპირველ გაწევრიანებას შეცდომა უწოდა და დაასახელა ის მთავარი ასპექტი, რომელმაც კლუბის ხელმძღვანელობა შეცდომაში შეიყვანა.

„სუპერლიგაში შესვლა? დიახ, ვწუხვარ, მაგრამ ეს შეცდომა იყო. მწარე გამოცდილება მივიღეთ. დირექტორატს მიაჩნდა, რომ ეს გადაწყვეტილება „სიტის“ პოზიციებს გააუმჯობესებდა და გაამყარებდა. მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი გამოგვრჩა - გულშემატკივრების აზრი. ეჭვი არ მეპარება, რომ აქედან სწორ დასკვნებს გამოვიტანთ.

ეს შეცდომა გახლდათ და მთელ პასუხისმგებლობას სკუთარ თავზე ვიღებ.“ - ციტირებს Sky Sports საუდელი ბიზნესმენის სიტყვებს.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სუპერლიგა 12-მა კლუბმა ჩამოაყალიბა, მათ შორის, „მანჩესტერ სიტიმაც,“ მაგრამ საზოგადოების და უეფას დიდი პროტესტის კვალად, ახალ პროექტზე უარი თქვეს.

0.11518