ფეხბურთი

14:21 | 3.06.2021 | ნანახია 703 - ჯერ

ბენტეკემ „კრისტალ პალასთან“ კონტრაქტი გაახანგრძლივა

ბელგიელმა შემტევმა, კრისტიან ბენტეკემ, „კრისტალ პალასთან“ ხელშეკრულება გაახანგრძლივა - გვამცნობს „არწივების“ ოფიციალური ვებ-გვერდი.

არსებულ კონტრაქტს ვადა ამ თვის ბოლოს ეწურებოდა, ახალი კი 2023 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

„ბედნიერი და ამაყი ვარ „კრისტალ პალასში“ დარჩენით. უკვე ხუთი წელიწადია აქ ვთამაშობ და ვიმედოვნებ, მომავალშიც სიამოვნებას მივიღებ გუნდში ყოფნით. მოუთმენლად ველი ახალ სეზონს.“ - თქვა ბენტეკემ.

ახლადდამთვრებულ პრემიერლიგაში 30 წლის თავდამსხმელმა 30 მატჩი ჩაატარა, 10 ბურთი გაიტანა და ერთი საგოლე პასი შესარულა.

ამჟამად ბენტეკე ბელგიის ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადება.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.064889
703