თამაშგარე

13:23 | 3.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

იზაბელ კოვაჩიჩს მომწონებლები მოუმრავლდნენ

სერბი მობურთალის მატეო კოვაჩიჩის ცოლი იზაბელ კოვაჩიჩი როგორც ჩანს ძალიან კარგად მოერგო თანამედროვეობის გამოწვევებს და სოციალურ ქსელ “ინსტაგრამის“ საშუალებით უკვე იმდენი მომწონებელ-დამფასებლები გაიჩინა, არაა გამორიცხული სულ მალე ქმარზე ცნობილიც კი გახდეს.

იზაბელ კოვაჩიჩი ხელობით მოდელია, თუმცა ბოლო წლებში კოვაჩიჩთან თანაცხოვრების, შვილების გაჩენისა და საოჯახო ამბებში თავით გადაშვების შემდეგ, საზოგადოებაში იშვიათად ჩნდებოდა. თუმცა, ახლა დროც ბევრი აქვს და იმის სურვილიც, რომ თავისი ფოტოებით ბევრ ადამიანს ასიამოვნოს.

სხვათა შორის იზაბელ კოვაჩიჩი ერთ-ერთი იყო მათ შორის, რომელიც დარწმუნებული გახლდათ, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალს ლონდონის “ჩელსი“ და შესაბამისად მისი ქმარი მოიგებდა. იზაბელი ამის შესახებ სოციალურ ქსელებშიც წერდა. როგორც ჩანს ამ “პაჟალუსტა“ ქალბატონს საფეხბურთო პროგნოზებიც კარგად გამოსდის.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.127282