რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ საქართველოს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, მისი გუნდი დაუმსახურებლად დამარცხდა და ბევრი საგოლე მომენტი ვერ გამოიყენა.
„უნდა გვესმოდეს, რომ 4-5 აშკარა საგოლე მომენტი თუ გვექნება, უნდა გავიტანოთ. იმედგაცრუებულები ვართ გამოუყენებელი მომენტების გამო და ინგლისთან მატჩს კიდევ უფრო დაბალი მორალური განწყობით ვხვდებით. თუმცა, ვფიქრობ, რომ დაუმსახურებლად წავაგეთ. ძალიან ბევრ გოლს ვუშვებთ, მაგრამ როდესაც გუნდში მოვედი მაშინვე ვთქვი, რომ ჩემი ფილოსოფიაა მეტოქეებზე ერთით მეტი გოლის გატანა.
მათ სივრცეები დავუტოვეთ და ქართველი ფეხბურთელების სისწრაფეებმა გაგვაკვირვა. სომხეთთან და საქართველოსთან წაგების შემდეგ ყველა ფიქრობს, რამდენ გოლს გაგვიტანს ინგლისი. გარკვეულ ასპექტებში უნდა მოვუმატოთ“, - თქვა რადოიმ.
შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა რუმინეთი ისტორიაში პირველად დაამარცხა, მომდევნო მატჩს კი 6 ივნისს, ენსხედეში, ნიდერლანდების ნაკრებს დაუპირისპირდა.