ფეხბურთი

20:16 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ბარსელონა" მესის ახალ, ორწლიან კონტრაქტს შესთავაზებს

"ბარსელონა" მზადაა არგენტინის ეროვნული ნაკრების შემტევს ლიონელ მესის კონტრაქტი 2023 წლის ივლისამდე გაუხანგრძლივოს. აღნიშნულ ინფორმაცია ტვიტერის გვერდის მეშვეობით იტალიელი ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ამავდროულად, კლუბის პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ განაცხადა, რომ სამხრეთამერიკელთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს და ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაფერია.

"როგორც განვაცხადე კლუბს უნდა მესის კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და მოლაპარაკება მიმდინარეობს. შემიძლია ვთქვა, რომ ყველაფერი ნორმალურად მიდის, თუმცა გადაწყვეტილება მიღებული არაა. ჩვენ მოუთმენლად ველოდებით, მესი, სერხიო აგუერო და ერიკ გარსია ერთად ვიხილოთ მოედანზე." - ციტირებს ლაპორტას სიტყვებს Sky Sports-ი.

მესის კლუბთან კონტრაქტი ვადა 30 ივნისს ეწურება და ამის შემდეგ თავისუფალი აგენტი გახდება. გასული სეზონის დაწყებამდე ლიონელს გუნდიდან წასვლა უნდოდა, თუმცა ეს ვერ მოახერხა. ჯერჯერობით უცნობია, ახალ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით, რას გადაწყვეტს სამხრეთამერიკელი ფეხბურთელი.

0.113367