ფეხბურთი

18:11 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქვილითაიას კვიპროსული გუნდი იწვევს

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია შესაძლოა ნიქოზიის „აპოელში“ გადავიდეს. ინფორმაცია კვიპროსული მედია ავრცელებს.

„აპოელი“ ახალი სეზონის წინ ფორვარდს აქტიურად ეძებს და ქვილითაიას დამატება უნდა. ჩვენებურის სატრანსფერო უფლებები ბელგიურ „გენტს“ ეკუთვნის, რომელიც ფეხბურთელის გაყიდვას ცდილობს, რადგან კონტრაქტი 2022 წელს იწურება და იჯარით მისი გასხვისება ბელგიელთათვის ხელსაყრელი არაა.

„აპოელს“ შეუძლია „გენტისა“ და თვითონ ფეხბურთელის პირობები დააკმაყოფილოს და ამ შემთხვევაში ტრანსფერი შესაძლებელი იქნება.

შეგახსენებთ, გასულ სეზონში გიორგი ქვილითაიამ იჯარით „ანორთოსისში“ ითამაშა და 37 მატჩში 16 გოლი გაიტანა. „აპოელი“ კვიპროსის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდია და 2011-2012 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალშიც ითამაშა. თუმცა, ბოლო დროს ნიქოზიელებს არცთუ კარგი პერიოდი აქვთ და გასული სეზონი მხოლოდ მერვე ადგილზე დაასრულეს.

0.114466