ბრაზილიელ ჰელიო კაშტრუნევიშს ინდი 500-ზე მეოთხე გამარჯვებამ ჯიბე 1 828 305 დოლარით შეუვსო. ეს დაახლოებით 33 პროცენტით მეტია იმ თანხაზე, რაც რბოლის შარშანდელმა გამარჯვებულმა, იაპონელმა ტაკუმა სატომ მიიღო.
ინდი 500-ის 105-ე რბოლის საპრიზო ფონდი 8 854 565 დოლარი იყო და ეს თანხა, რბოლის მონაწილე 33-ვე მრბოლს გაუნაწილდა. შარშანდელი რბოლისგან განსხვავებით, რომელიც ცარიელი ტრიბუნის წინ ჩატარდა, ამჯერად მას 135 000 მაყურებელი ჰყავდა. პანდემიის გამო, შარშან რბოლა მაისის ნაცვლად, 23 აგვისტოს ჩატარდა და მისი საპრიზო ფონდი 7 502 500 დოლარს შეადგენდა.
აღსანიშნავია, რომ ინდი 500 პანდემიის პერიოდში, სპორტის ყველა სახეობას შორის, ყველაზე ხალხმრავალი შეჯიბრი იყო. დასწრება მეტიც იქნებოდა, რომ არა 40-პროცენტიანი შეზღუდვა. ამის გამო, საპრიზო ფონდიც მნიშვნელოვნად შემცირდა.
მაყურებლის გარეშე ჩატარების გამო, შარშანდელი რბოლის საპრიზო ფონდი განახევრდა (თავდაპირველი განცხადებით, 15 მილიონი დოლარი უნდა ყოფილიყო). გამარჯვებულმა სატომ „მხოლოდ“ 1 370 500 მილიონი მიიღო, იმაზე ნაკლები, ვიდრე პირველი გამარჯვებისთვის (2017 წელს). გამოცემა „ინდიანაპოლის სტარის ინფორმაციით, 2020 წლის რბოლის საპრიზო ფონდი, 1991 წლის შემდეგ ყველაზე დაბალი იყო. გამარჯვებულის ფულადი ჯილდო კი - 2003 წლის შემდეგ ყველაზე ცირე.
მეორე ადგილზე გასულ ესპანელ ალექს პალაუს 649 305 დოლარი ერგო, მესამე ადგილოსან ფრანგ სიმონ პაჟენოს კი - 403 305 დლარი. სატ ამჯერად მე-14 ადგილზე გავიდა, რისთვისაც 222 305 დოლარი გადაეცა. ყველაზე დაბალი ანზღაურება კი - 100 305 დლარი სამ პილოტს ერგო - მე-19 ადგილზე გასულ ამერიკელ მარკო ანდრეტის, 31-ე ადგილზე გასულ შვეიცარიელ ქალ მრბოლ სიმონა დე სილვესტროს და ბოლოს (33-ე) ადგილზე გასულ ბრიტანელ სტეფან უილსონს.