მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ეშლი ბარტიმ, საფრანგეთის ღია პირველიბის პირველ წრეში, მეტოქესაც აჯობა და საკუთარ ტრავმასაც. მან რეიტინგში 70-ე ადგილზე მყოფ ამერიკელ ბერნარდა პერას 6-4, 3-6, 6-2 მოუგო.
პირველი სეტი ისე დაიწყო, რომ ავსტრალიელს მეტოქის დამარცხება არ უნდა გასჭირვებოდა. მეშვიდე გეიმში ის უკვე 5-2 იგებდა. მაგრამ აქედან მოყოლებული, მას ბარძაყის კუნთის ტკივილი დაეწყო, რამაც მისი თამაშის ხარისხზე იმოქმედა.
25 წლის ბარტიმ პირველი სეტი გამარჯვებამდე კი მიიყვანა, მაგრამ მეორეში გაუჭირდა. ამერიკელმა უფრო თავდაჯერებულად დაიწყო თამაში და სეტებში ანგარიშის გათანაბრებაც კი შეძლო.
ბარტიმ, ვინც რომის ტურნირს მკლავის ტრავმის მიზეზით გამოეთიშა, სამედიცინო დახმარება მოითხოვა. მტკივანი კუნთის დამუშავების შემდეგ, ავსტრალიელმა აგრესიას უმატა. გადამწყვეტ სეტში, მან ორ ბრეიკს მიაღწია შეხვედრა გამრჯვებით დაასრულა.
„ეს კვირა რთული იქნება. ამ დღეებში მარცხენა თეძო მაწუხებდა. დღეს მასაჟი დამჭირდა და ამან კარგად იმოქმედა. დღეს მეორე წრეში თამაშის უფლება ბრძოლით მოვიპოვე. იმ ფაქტს ვერ გავექცევი, რომ ტურნირისთვის 100 პროცენტით მზად არ ვარ. მაგრამ გარანტიას ვიძლევი, რომ ყველაფერს ტავს არ დავზოგავ“, - განაცხადა ავსტრალიელმა, ვინც შარშან როლან გაროსზე პანდემიის გამო არ ითამაშა.