ჩოგბურთი

2:08 | 2.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩმა და ნადალმა პირველი ბარიერი იოლად გაიარეს

მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, სერბმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა როლან გაროსზე გამოსვლა გამარჯვებით დაიწყო. მან ამერიკელ ტენის სანდგრენს 6-2, 6-4, 6-2 მოუგო და მეორე წრეში გავიდა. სერბმა მოსაგერბად ორ საათზე ოდნავ ნაკლები იმყოფინა.

ამერიკელმა მეტოქეს მედგარი წინააღმდეგობა გაუწია, მაგრამ რამდნმე დაძაბული გათამაშების გარდა, ვერაფერს მიაღწია. ჯოკოვიჩი პრაქტიკულად უშეცდომოდ თამაშობდა და სანდგრენს მცირე შანსსაც არ უტოვებდა.

ამ შეხვედრამდე, ჯოკოვიჩის მთავარმა კონკურენტმა, ტურნირის მოქმედმა ჩემპიონმა რაფაელ ნადალმა, ტიტულის დაცვის კამპანია ასევე გამარჯვებით დაიწყო. მან ავსტრალიელ ალექსეი პოპირინს 6-3, 6-2, 7-6(3) მოუგო. თიხნარის მეფისთვის ეს როლან გაროსზე მოპოვებული 101-ე გამარჯვებაა (მხოლოდ 2 წაგება აქვს!).

შეგახსენებთ, რომ გასულ სეზონში, ნადალმა საფრანგეთის ღია პირველობის მე-13 ტიტული ისე მოიპოვა, ერთი სეტიც არ წაუგია. ფინალში კი თვით ჯოკოვიჩი დაამარცხა. პოპირინს დასამარცხებლად ნადალმა ორი საათი და 23 წუთი იმყოფინა.

ესპანელს, ვისაც ხუთშაბათს 35 წელი შეუსრულდება, მეორე წრეში ფრანგი რიშარ გასკე დაუპირისპირდება.

0.16272