რუმინეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მირელ რადოიმ საქართველოსთან მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. 40 წლის სპეციალისტს ჩვენს შესახებ პრაქტიკულად არ გაუკეთებია კომენტარი, მხოლოდ ის აღნიშნა, რომ საქართველოსთან და ინგლისთან სპარინგები მათთვის მნიშვნელოვანია.
„საქართველოსთან და ინგლისთან მატჩები შესარჩევი ციკლის სამზადისია და გვინდოდა ეს თამაშები. ამასთან, ტოკიოს ოლიმპიადისთვის ფეხბურთელებს ვეძებთ და შესაბამისად, მნიშვნელოვანი მატჩებია. გულშემატკივრების დაბრუნება ყველასთვის სასიხარულოა, ჩვენ ერთად ვიგებთ და ერთად ვაგებთ. ქომაგების დაბრუნება უდიდესი სიხარულია, მაგრამ განსაკუთრებით ფეხბურთელებისთვის.
რა თქმა უნდა, არ არის სასიამოვნო, რომ ევროპის ჩემპიონატის მატჩები ბუქარესტში გაიმართება და ჩვენ არ ვმონაწილეობთ. მასპინძლები ვართ, თამაშები აქ გაიმართება და ჩვენთვის ტელევიზორიდან ყურება ადვილი არ იქნება. ყველასთვის მტკივნეულია, მაგრამ დროის უკან დაბრუნება სამწუხაროდ არ შეგვიძლია და ამ ფაქტს უნდა შევეგუოთ“, - თქვა რადიომ.
შეგახსენებთ, რუმინეთი - საქართველოს მატჩი 2 ივნისს, თბილისის დროით 22:45 საათზე გაიმართება. საქართველოს რუმინელებთან ცუდი სტატისტიკა აქვს, წინა 7 მატჩიდან 6 წააგო და ერთხელ ფრეს დასჯერდა.