ფეხბურთი

14:49 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„იუვენტუსი“ არტურით უკმაყოფილოა

„იუვენტუსის“ ნახევარმცველმა, არტურ რამოსმა, ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას, შესაძლოა, კლუბი დატოვოს - გვამცნობს Calciomercato.com.

წყაროს ინფორმაციით, ტურინულ კლუბში უკმაყოფილოები არიან 23 წლის ბრაზილიელის გარჯით. გაუთავებელი ტრავმების გარდა, ხელმძღვანელობას მისი მინდორსგარეთა ქცევა აღელვებს.

არტურისადმი ინტერესს „პარი სენ-ჟერმენი“ იჩენს, თუმცა ის პარიზელთა პრიორიტეტული მიზანი არ არის.

არტური „ბარსელონადან“ „იუვენტუსში“ შარშან ზაფხულს გადავიდა.

0.114199