ფეხბურთი

14:27 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

აზარი: „ზიდანთან ვალში ვარ“

„რეალის“ ბელგიელი შემტევი, ედენ აზარი, ჟურნალისტებს. მთავარი მწვრთნელის, ზინედინ ზიდანის გუნდიდან წასვლის შესახებ ესაუბრა.

„ძალიან მეწყინა ზიდანის წასვლა. მან იცის როგორი აღფრთოვანებული ვარ მისი პერსონით. ერთად ორი შესანიშნავი წელი გავატარეთ და ვალში ვარ მასთან, რადგან მეტი ვერ მივეცი გუნდს.“ - ციტირებს აზარის სიტყვებს Marca.

ზიდანმა „რეალი“ პირველად 2015-16 წლების სეზონში ჩაიბარა. სამჯერ ზედიზედ მოაგებინა ჩემპიონთა ლიგა, უეფას ორი სუპერთასი და ამდენივე საკლუბო მსოფლიო ჩემპიონატი. ასევე ესპანეთის ჩემპიონობა და ქვეყნის ორი სუპერთასი.

2018 წელს მან დატოვა კლუბი, მაგრამ შემდეგ წელს ისევ დაბრუნდა და ტიტულებს ესპანეთის კიდევ ერთი ჩემპიონობა და სუპერთასი დაამატა.

აზარი კი ტრავმებმა გააწამა და ამ ორი წლის განმავლობაში ხეირიანად არც უთამაშია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112589