ფეხბურთი

13:21 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

„რეალი“ ანჩელოტის დაბრუნებაზე დაფიქრდა

მას შემდეგ, რაც ზინედინ ზიდანმა მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა, კლუბის ხელმძღვანელობა მის შემცვლელს ეძებს. ერთ-ერთ ვარიანტად ისინი ინგლისური „ევერტონის“ ამჟამინდელი დამრიგებლის, კარლო ანჩელოტის კანდიდატურას განიხილავენ.

ანჩელოტი უკვე მუშაობდა „რალის“ მთავარ მწვრთნელად 2013-15 წლებში. მისი ხელმძღვანელობით „სამეფო კლუბმა“ ჩემპიონთა ლიგა, უეფას სუპერთასი და ესპანეთის თასები მოიგო.

მწვრთნელობის კანდიდატებს შორის ასევე არიან „პარი სენ-ჟერმენის“ დამრიგებელი, მაურისიო პოჩეტინო, „კასტილიას“ რაული და ანტონიო კონტე, რომელმაც რამდენიმე დღის წინათ დატოვა „ინტერი.“

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.132494