საიტმა Footyheadlines, რომელიც სათამაშო ფორმების სპეციალიზაცია-რეკლამითაა დაკავებული, მიუნხენის „ბაიერნის“ 2021-22 წლების სეზონის მესამე სათამაშო კომპლექტის ფოტოები გამოაქვეყნა.
თეთრ მაისურზე წითელი ლოგოები და ალპების მთების დათოვლილი სილუეტებია გამოსახული. მოგეხსენებათ, ალპები მიუნხენიდან არცთუ შორს მდებარეობს.
ახლადდამთავრებულ გერმანიის ბუნდესლიგაში, „ბაიერნი“ ჩემპიონი გახდა.