მილანის „ინტერის“ 28 წლის ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ, 2020-21 წლების იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს - გვამცნობს სერია A-ს ოფიციალური საიტი.
ახლადდამავრებულ სეზონში ლუკაკუმ იტალიის ჩემპიონატის 36 შეხვედრაში 24 ბურთი გაიტანა და 10 საგოლე პასით გამოირჩა.
შგახსენებთ, რომ სერია A-ს საუკეთესო მეკარედ „მილანის“ კარის დარაჯი ჯანლუიჯი დონარუმა დაასახელეს, მცველად - „ატალანტას“ კრისტიან რომერო, ნახევარმცველად - „ინტერის“ ნიკოლო ბარელა, თავდამსხმელად - „იუვენტუსის“ კრიშტიანუ რონალდუ.