ბრაზილიელმა ჰელიო კაშტრუნევიშმა ინდი 500 მეოთხედ მოიგო და განაცხადა, რომ მოიგო და მიზნად მეხუთე გამარჯვებსასაც ისახავს. 46 წლის ბრაზილიელმა გაიმეორა ინდი ქარის ისეთი ლეგენდების მიღწევა, როგორებიც არიან ეი ჯეი ფოიტი, ელ ანსერ უფროსი და რიკ მირზი. ამასთან, კაშტრუნევიში პირველი არაამაერიკელი მრბოლია, ვინც ლეგენდარული რბოლა ოთხჯერ მოიგო.
ინდი 500-ზე პირველი სამი გამარჯვება (2001, 2002 და 2009 წლები) კაშტრუნევიშს „ტიმ პენსკესთან“ ერთად აქვს მოპოვებული. მაგრამ ტიტულოვანმა გუნდმა ვეტერან ბრაზილიელთან ურთიერთობა შეწყვიტა, რის შემდეგაც, მეოთხე გამარჯვება თითქოს, ფუჭ ოცნებად რჩებოდა.
შველა გუნდ „მეიერ შანკ რეისინგისგან“ მოვიდა, რომელმაც კაშტრუნევიშს ინდი 500-სთვის ადგილი შესთავაზა. და მანც იმედები გაამართლა - ბრაზილიელმა ფინიშამდე ორი წრით ადრე შეძლო დაწინაურება და დარჩენილ ორ წრეზე, ახალგაზრდა ესპანელის, ალექს პალაუს ყველა შეტევა მოიგერია.
გამარჯვების შემდეგ, სახელდახელო ინტერვიუს დროს, კაშტრუნვიში, ვისაც გამარჯვების აღნიშვნის უჩვეულო მანერის გამო, სპაიდერმენი (ცენტრალური ტრიბუნის წინ არსებულ ბადზე აცოცდება და ასე მიესალმება ხოლმე ფანებს) შეარქვეს, თავის ქომაგებს უფრო მეტს დაპირდა:
„ამ სეზონში მხოლოდ ორ რბოლაში მივიღე მონაწილეობა და ორივე მოვიგე. და ეს ბოლო არაა. ეს მხოლოდ დასაწყისია. ვფიქრობ, კიდევ შემიძლია. ასე არაა? ისინი (გუნდი) შემპირდნენ, რომ კარგ მანქანას მომიმზადებდნენ. მათ შანსი მომცეს და მე გამოვიყენე“.
კაშტრუნევიშმა ინდი 500-ის ბოლო ბოლო გამარჯვება, 12-წლიანი შუალედით მოიგო. ამაზე ხანგრძლივი შუალედი მხოლოდ კოლუმბიელ ხუან პაბლო მონტოიას აქვს, რომელმაც რბოლა ორჯერ, 2000 და 2015 წლებში მოიგო.
„მეიერ შანკ რეისინგთან“ პარტნიორობა კაშტრონევიშისთვის ერთჯერადი იყო, მაგრამ გუნდმა გამოაცხადა, რომ თუ ბრაზილიელი ისურვებს, მეხუტე გამრჯვებაშიც შეუწყობს ხელს.
ინდიანაპოლისის ოვალზე რბოლას 135 000 მაყურებელი დაესწრო.