ფეხბურთი

2:45 | 1.06.2021 | ნანახია [] - ჯერ

Tuttosport: "იუვეში" ბერნარდესკის შემცვლელთა შორის კვარაცხელია ყველაზე დამაინტრიგებელი იდეაა"

ცნობილმა იტალიურმა გამოცემა Tuttosport-მა მასიმილიანო ალეგრის ახალ „იუვენტუსთან“ დაკავშირებით ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც თითოეული პოზიცია დეტალურადაა განხილული და მასში საუბარია ალეგრის გეგმებზე - ვინ დატოვებს გუნდს, ვინ დარჩება და ვის დაიმატებენ.

გაზეთის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში შეტევის ფლანგებთან დაკავშირებით ხვიჩა კვარაცხელიაც ახსენეს. 20 წლის ქართველი ფედერიკო ბერნარდესკის პოტენციურ შემცვლელად მოიაზრეს.

„ფლანგები - სქემის მიუხედავად (4-3-3, 4-2-3-1, 4-4-2) ალეგრი აქცენტს ფედერიკო კიეზასა და დეიან კულუშევსკიზე გააკეთებს. ფედერიკო ბერნარდესკისთან (კონტრაქტის ვადა 2022 წელს იწურება) ხელშეკრულების განახლება დამოკიდებული იქნება ბაზარზე. დამშვიდობების შემთხვევაში დამაინტრიგებელი იდეაა ხვიჩა კვარაცხელია, ყაზანის „რუბინის“ 20 წლის ქართველი გარემარბი“, - წერს გავლენიანი ტურინული გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას „იუვენტუსს“ უკვე კარგა ხანია უკავშირებენ. ქართველმა შემტევმა რუსეთის პრემიერლიგის გასულ სეზონში 23 მატჩში თავი 4 გოლით, 4 საგოლე პასითა და 4 მოპოვებული პენალტით გამოიჩინა. მას „რუბინთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული.

0.113097