ფეხბურთი

23:35 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

სერია A-ში სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინეს

იტალიის სერია A-ს ოფიციალურმა ვებგვერდმა 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით გამოავლინა.

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ საუკეთესო თავდამსხმელად დასახელდა, მაგრამ საუკეთესო ფეხბურთელის წოდებას პორტუგალიელი ვერ შესწვდა. რონალდუს მილანის „ინტერის“ ფორვარდმა რომელუ ლუკაკუმ აჯობა.

სერია A-ს 2020-2021 წლების სეზონის საუკეთესო ფეხბურთელები პოზიციების მიხედვით:

საუკეთესო მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)

საუკეთესო მცველი: კრისტიან რომერო (ატალანტა)

საუკეთესო ნახევარმცველი: ნიკოლო ბარელა (ინტერი)

საუკეთესო თავდამსხმელი: კრიშტიანუ რონალდუ (იუვენტუსი)

საუკეთესო 23-წლამდე ფეხბურთელი: დუშან ვლაჰოვიჩი (ფიორენტინა)

საუკეთესო ფეხბურთელი: რომელუ ლუკაკუ (ინტერი)

0.112414