კატალონიის „ბარსელონამ“ სერხიო აგუერო ოფიციალურად წარადგინა. არგენტინელი ესპანურმა გრანდმა თავისუფალი აგენტის სტატუსით დაიმატა და 2-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა. 33 წლის ფეხბურთელმა წარდგენისას კომენტარიც გააკეთა.
„აქ გადმოსვლა გადავწყვიტე, რადგან ყველამ ვიცით, რომ „ბარსა“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდია. მინდა მიზნების მიღწევაში დავეხმარო. მას მერე, რაც „ატლეტიკოში“ ვიყავი, ბევრი რამ შეიცვალა და ბევრად შევიცვალე, დღეს უფრო კონკრეტული ფუნქცია მაქვს, რომელშიც ჩემი თავის წარმოჩენა შემიძლია. იმედი მაქვს კლუბს წარმატებების მიღწევაში დავეხმარები. ეს ჩემს კარიერაში წინ გადადგმული ნაბიჯია.
მნიშვნელობა არ აქვს ინდივიდუალურ მიზნებს, მაგრამ მთავარი გუნდის დახმარებაა. ესპანეთში, „ატლეტიკოში“ 18 წლისა ჩამოვედი, ბავშვი ვიყავი, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე, ასევე იყო „სიტიშიც“, - თქვა აგუერომ.
შეგახსენებთ, 2011 წლიდან სერხიო აგუერო „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა და 390 თამაშში 260 გოლის გატანა შეძლო.