ფეხბურთი

18:10 | 31.05.2021 | ნანახია 379 - ჯერ

ოფიციალურად: სერხიო აგუერო "ბარსელონას" ფეხბურთელია

სერხიო აგუერო „ბარსელონას“ ფეხბურთელია. მან სამედიცინო შემოწმება გაიარა და კლუბმა უკვე დაადასტურა ტრანსფერი. არგენტინელის პრეზენტაცია დღეს, 20:30 საათზეა დაგეგმილი.

აგუერო „ბარსას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა და კლუბთან ორწლიანი კონტრაქტი გააფორმა. ამრიგად, აგუერო ისე ლა ლიგაში ითამაშებს, სადაც 2007-2011 წლებში მადრიდის „ატლეტიკოს“ წევრი იყო.

შეგახსენებთ, რომ 2011 წლიდან კუნი „მანჩესტერ სიტის“ ღირსებას იცავდა და 390 თამაშში 260 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.062737
379