სხვა

3:34 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

დოჰაში 200 მეტრი კენ ბედნარეკმა მოიგო

ყატარის დედაქალაქ დოჰაში, მძლეოსანთა ბრილიანტის ლიგის შეხვედრა გაიმართა. 200 მეტრზე სპრინტში თავი გამოიჩინა ამერიკელმა კენეტ ბედნარეკმა, საშუალო დისტანციებზე კი კენიელი მორბენლები დომინირებდნენ.

ბედნარეკმა ფინიშს 19.88 წამში მიაღწია და 0.01 წამით აჯობა კანადელანდრე დე გრასს. მესამე ადგილიც კანადელმა სპრინტერმა, აარონ ბრაუნმა (20.25) დაიკავა. ამერიკელმა განაცხადა, რომ გამარჯვებამ ძალიან გაახარა, თუმცა სტარტამდე ძალიან ინერვიულა. ის იქადნის, რომ შემდეგ შეხვედრებზე კიდევ უფრო უკეთეს შედეგები ექნება.

იმავე გარბენში, მხოლოდ მეხუთე ადგილს დასჯერდა ამერიკელი ჯასტინ გეტლინი. თუმცა დაფიქსირებული დრო - 20.49 წამი, მისთვის ამ სეზონში საუკეთესოა. 39 წლის გეტლინს 2004 წლის ოლიმპიადაზე, 100 მეტრზე სპრინტში ოქროს მედალი აქვს მოპოვებული.

ქალთა შორის 100 მეტრზე სპრინტში, გამარჯვება ორგზის ოლიმპიურმა ჩემპიონმა, იამაიკელმა შელი-ენ ფრეიზერ-პრაისმა მოიპოვა, ვინც გეიტშიდის (ინგლისი) შეხვედრაზე მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა. 34 წლის ფრეიზერ-პრაისმა ასი მეტრი 10.84 წამში გაირბინა და 0.06 წამით აჯობა ნიგერიელ ბლესინგ ოკაგბარეს. მესამე ადგილი ამერიკელმა ჯევიენ ოლივერმა დაიკავა (11.03).

„მიხარია, რომ მოვიგე. ეს ბოლო გამოსვლაზე დაკავებულ მეოთხე ადგილზე გაცილებით უკეთესია. ჩემთვის ტოკიოში გამოსვლა, ალბათ ბოლო ოლიმპიური ტურნირი იქნება. იმედი მაქვს, კარგ შედეგს მივაღწევ. წინა სამ ოლიმპიადაზე, კვარცხლბეკზე ვიდექი და იმედი მაქვს, ამას ამჯერადაც შევძლებ“, - განცხადა ფრეიზერ-პრაისმა, ვისაც იმედი აქვს, რომ გახდება პირველი ქალი სპრინტერი, ვინც 100 მეტრზე სამ ოლიმპიურ ოქროს მოიპოვებს. პირველი ორი მას პეკინსა (2008 წელს) და ლონდნში (2012 წელს) აქვს მოპოვებული, რიოში კი (2016 წელს) ვერცხლს დასჯერდა.

საშუალო დისტანციებზე კენიელი მორბენლები დომინირებდნენ. მამაკაცთა 1 500 მეტრი, ბრილიანტის ლიგის სამგზის ჩემპიონმა, ტიმოთი ჩერუიოტმა მოიგო. მისთვის ეს ამ სეზონში პირველი გამოსვლა იყო და ის ამ სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დროით (3:30.48) დაასრულა.

ქალთა 800 მეტრზე ფაით კიპიეგონმა გაიმარჯვა. მან დისტანცია წუთსა და 58.26 წამში გაირბინა. კიპიეგონი 1 500 მეტრზე ოლიმპიური ჩემპიონი და მსოფლიოს ვიცე ჩემპიონია. „ეს ჩემი საუკეთესო შედეგია და ეს შესანიშნავია. ძალიან ბევრს ვვარჯიშობ და მთელი გონებით სარბენ ბილიკზე ვარ“, - განაცხადა გამარჯვებულმა.

21 წლის კენიელმა ბეატრის ჩებეტმა 3 000 მეტრზე, სეზონში მსოფლიოს საუკეთესო დროით (8:27.49) გაიმარჯვა. მან უკან მოიტოვა 5 000 მეტრზე ორგზის მსოფლიო ჩემპიონი, კენიელი ჰელენ ობირი, ვინც გარბენის მიწურულს დაიღალა და ფინიშთან მეოთხემ მიირბინა. გამარჯვების შემდეგ, ჩებეტმა განაცხადა, რომ ტოკიოში 5 000 მეტრზე გამარჯვებას აპირებს.

სარეკლამო ადგილი - 40
710 x 400
სარეკლამო ადგილი - 14
120 x 600
0.091015