ფეხბურთი

11:34 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"იუვენტუსს" ახალი გენერალური დირექტორი ეყოლება

ტურინის „იუვენტუსის“ გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მაურიციო არივაბენე დაინიშნება. იტალიური მედიის ცნობით, ყველაფერი გადაწყდა და ინფორმაციას მხოლოდ ოფიციალური დასტური აკლია, რაც მალე მოხდება.

არივაბენე წლების განმავლობაში ფერარის ხელმძღვანელობდა, ხოლო 2012 წლიდან „იუვეს“ დირექტორთა საბჭოშია. ტურინელთა გენერალური დირექტორის პოსტი 2018 წლიდან თავისუფალია, როდესაც გუნდი ჯუზეპე მაროტამ დატოვა.

არივაბენე „იუვეს“ ფედერიკო კერუბინისთან ერთად გაუძღვება, რომელიც სპორტული დირექტორის თანამდებობაზე ფაბიო პარატიჩის შეცვლის. პარატიჩი ტურინულ გრანდში 2010 წლიდან მუშაობდა და მისი წასვლა უკვე დადასტურდა.

მაურიციო არივაბენე ანიელების ოჯახის მეგობარია და მათი სანდოობით სარგებლობს, ამასთან „იუვენტუსის“ დიდი გულშემატკივარია.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113811