ფეხბურთი

0:48 | 31.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

აგუეროს ძმა: "გვარდიოლას არასდროს უნდოდა, რომ კუნი გუნდში ჰყოლოდა"

სერხიო აგუეროს ძმამ, მაურისიო დელ კასტილომ ტვიტერში პოსტი გამოაქვეყნა, რომელიც მოგვიანებით წაშალა. მან პეპ გვარდიოლა გააკრიტიკა.

„მას შემდეგ, რაც „სიტიში“ გვარდიოლა მივიდა, არასდროს სურდა გუნდში ჩემი ძმა ჰყოლოდა“, - დაწერა მან ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ.

მოგვიანებით კომენტარი იმაზეც გააკეთა, თუ რატომ წაშალა პოსტი: „უკვე ყველამ ნახეთ. მოხარული ვარ, რომ ყველამ ნახეთ და კიდევ დავწერ. ძალიან ბევრი ტოქსიკური ადამიანია, კრეტინები, რომლებიც დივანზე სხედან და აკრიტიკებენ ყველას, ამ დროის კი ბურთი ხელშიც არასდროს დაუჭერიათ. კუნის ცრემლებმა გული გამიხეთქა, მაგრამ ფეხბურთი ყოველთვის იძლევა შურისძიების შანსს“, - თქვა მან.

შეგახსენებთ, სერხიო აგუერომ „მანჩესტერ სიტის“ რიგებში ბოლო მატჩი ჩემპიონთა ლიგის ფინალში „ჩელსისთან“ ჩაატარა, მაგრამ მხოლოდ 15 წუთი გაატარა მოედანზე. მან „ქალაქელთა“ მაისურით 2011 წლიდან 390 მატჩი ჩაატარა და 260 გოლი გაიტანა, რაც კლუბის ისტორიაში საუკეთესო შედეგია. არგენტინელი დიდი ალბათობით კარიერას „ბარსელონაში“ გააგრძელებს.

0.116049