ჩოგბურთი

20:13 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გორგოძე როლან გაროსს გამოეთიშა

ქართველი ჩოგბურთელი ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს გამოეთიშა. მსოფლიოს 222-ე ნომერი დანიელ კლარა ტაუსონს დაუპირისპირდა და ორ სეტში 6:4, 6:2 დამარცხდა.

შეხვედრის პირველი სეტი დაძაბული გამოდგა და 8 გეიმის თავზე ანგარიში 4:4 იყო, თუმცა მერე უპირატესობა ჩვენებურის მეტოქემ მოიპოვა და შანსი ხელიდან არ გაუშვია. აღსანიშნავია ისიც, რომ გორგაძემ საფრანგეთის ღია პირველობის ძირითად ბადეში კარიერაში პირველად ითამაშა, თუმცა ეს მისი მაქსიმუმი გამოდგა და ასპარეზობას 1/64 ფინალში გამოეთიშა.

ეკატერინემ 3 ეისი შეასრულა, დანიელმა ჩოგბურთელმა კი - 9. რაც შეეხება ორმაგ შეცდომას, ამ კომპონენტში ქართველმა ტაუსონს აჯობა და 2 ორმაგი შეცდომა დაუშვა 3-ის წინააღმდეგ. კლარა მომდევნო შეხვედრაში რეიტინგის 34-ე ნომერ ესპანელ პაულა ბადოსა გიბერტს შეხვდება და აღნიშნული წყვილის დაპირისპირების თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

0.116391