უეფას ჩემპიონთა ლიგის 2020-2021 წლების სეზონის სიმბოლური ნაკრები Fantasy Football-ის მიხედვით ცნობილია. რა თქმა უნდა, მასში ფინალისტი გუნდების წევრები დომინირებენ, მაგრამ 11-ეულში ვერ მოხვდა ნგოლო კანტე.
როგორც ჩანს, ფრანგმა ნახევარმცველმა სეზონის განმავლობაში Fantasy Football-ში საკმარისი ქულები ვერ დააგროვა.
მეკარე: ედუარ მენდი (ჩელსი)
მცველები: კაილ უოლკერი (მანჩესტერ სიტი), ანტონიო რიუდიგერი (ჩელსი), რუბენ დიაში (მანჩესტერ სიტი), სესარ ასპილიკუეტა (ჩელსი)
ნახევარმცველები: ილქაი გიუნდოგანი (მანჩესტერ სიტი), ჟორჟინიო (ჩელსი), ფილ ფოდენი (მანჩესტერ სიტი)
თავდამსხმელები: მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ერლინგ ჰოლანდი (დორტმუნდი), კილიან მბაპე (პსჟ)
შეგახსენებთ, ჩემპიონთა ლიგის ფინალში ლონდონის „ჩელსიმ“ „მანჩესტერ სიტი“ კაი ჰავერტცის გოლით 1:0 დაამარცხა და ისტორიაში მეორედ მოიპოვა უძლიერესი ევროპული კლუბის წოდება.