„მანჩესტერ სიტისა“ და ბელგიის ნაკრების ნახევარმცველ კევინ დე ბრუინს შესაძლოა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტალის გამოტოვება მოუწიოს ჩემპიონთა ლიგის ფინალში მიღებული ტრავმის გამო.
დე ბრუინმა „ჩელსისთან“ ცხვირის მოტეხილობა მიიღო და თვალიც დაიზიანა - იუწყება ESPN. წყაროს თანახმად, მოტეხილობისგან სრულად გამოჯანმრთელებას მინიმუმ 3 კვირა დასჭირდება, რაც ეჭვქვეშ აყენებს ევრო 2020-ზე ჯგუფური ეტაპის მატჩებში მის მონაწილეობას.
კევინი სავბარაუდოდ, ევროპის ჩემპიონატს არ გამოტოვებს და დამცავი ნიღბით თამაშის შეეძლება. შეგახსენებთ, დე ბრუინმა ტრავმა ანტონიო რიუდიგერთან შეჯახების შედეგად მიიღო და მოედანი მე-60 წუთზე დატოვა.
ბელგიის ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 12 ივნისს, რუსეთის ნაკრებთან გამართავს.