ფეხბურთი

11:43 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"ლიონი" პეტერ ბოშმა ჩაიბარა

ფრანგული „ლიონის“ მთავარ მწვრთნელად პეტერ ბოში დაინიშნა. 57 წლის ნიდერლანდელმა კლუბთან კონტრაქტი უკვე გააფორმა.

ბოშმა „ლიონი“ 2023 წლის ზაფხულამდე ჩაიბარა და რუდი გარსია შეცვალა, რომელმაც გუნდი სეზონის დასრულების შემდეგ დატოვა.

პეტერ ბოში ბოლოს „ლევერკუზენში“ მუშაობდა, მანამდე კი „დორტმუნდს“, „აიაქსს“, „მაკაბის“, „ვიტესს“, „ჰერაკლესსა“ და „გრააფსხაპს“ წვრთნიდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.101516