ჩოგბურთი

2:54 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ჯოკოვიჩი როლან გაროსისთვის ბელგრადში გამარჯვებით გახურდა

კვირას სტარტს აიღებს საფრანგეთის ღია პირველობა, მისმა ერთ-ერთმა ფავორიტმა, მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა კი დრო ტყუილად არ დაკარგა და დღეს ბელგრადის ღია პირველობის ჩემპიონი გახდა. ფინალში მან სლოვაკ ალექს მოლჩანს 6-4, 6-3 მოუგო.

ჯოკოვიჩისთვის ეს პირველი ტიტულია მას შემდეგ, რაც თებერვალში ავსტრალიის ღია პირველობა მოიგო. ეს მის კარიერაში დიდი სლემის მე-18 ტიტული იყო. მელბურნში გამარჯვების შემდეგ, მას წარმტებამ ზურგი აქცია. მათ შორის, კიდევ ერთ საშინაო ტურნირზე - სერბეთის ღია პირველობაზე. ბელგრადამდე კი რომის მასტერსის ფინალში რაფაელ ნადალთან დამარცხდა.

„ჩემი გონების ნაწილი უკვე პარიზშია. აქ თამაშის გადაწყვეტილება იოლად მივიღე. ერთი წამითაც არ მიფიქრია. როლან გაროსზე კი ტიტულს ვუმიზნებ“, - განაცხადა ჯოკოვიჩმა, ვისაც საფრანგეთის ღია პირველობა ერთხელ (2016 წელს) აქვს მოგებული.

0.114906