ფეხბურთი

2:33 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ტუხელი: "ეს ფანტასტიკური მიღწევაა, რომელიც განვითარებისთვის უნდა გამოვიყენოთ"

ლონდონის „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. გერმანელი სპეციალისტის განცხადებით, „მანჩესტერ სიტი“ ძლიერი მეტოქე იყო, მაგრამ იცოდნენ, რომ გამარჯვება შეეძლოთ.

„ამ გამარჯვების ყველასთვის გაზიარება წარმოუდგენელია. ჩვენ ეს შევძელით, ვაუ! არც კი ვიცი რას ვგრძნობ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ ფინალში მეორედ ყოფნის შესაძლებლობა მომეცა. ახლა თავს სხვაგვარად ვგრძნობ. ფეხბურთელებს თამაშის მოგება უნდოდათ. გვინდოდა მათ ფეხსაცმელში კენჭი ვყოფილიყავით, ყველას ვუთხარი, რომ წინ წასულიყვნენ, სახიფათო კონტრშეტევებზე გადასულიყვნენ. რთული თამაში იყო, ერთმანეთს უნდა დავხმარებოდით.

„მანჩესტერ სიტი“ ძლიერი მეტოქე იყო, ვიცოდით, რომ გაგვიჭირდებოდა, მაგრამ მოგების შანსი გვქონდა და ეს გავაკეთეთ. ძალიან ბედნიერი ვარ და ვუზიარებ ამ გამარჯვებას ყველას, ვინც კლუბში ასე ბევრს მუშაობს. ეს უდიდესი გამოცდილება და უდიდესი წარმატებაა. ჩვენ ყველანი ამ მოგებას გამოვიყენებთ, რომ მშიერები დავრჩეთ, გავიზარდოთ და განვითარდეთ. ეს ფანტასტიკური მიღწევაა და ყველას ვულოცავ.

მე მოედანზე ვესაუბრე მეპატრონეს (აბრამოვიჩი), ეს საუკეთესო მომენტი იყო ჩვენი პირველი შეხვედრისთვის - ან იქნებ ყველაზე ცუდი, რადგან ახლა მხოლოდ გაუარესება შეიძლება. ჩვენ კიდევ ვისაუბრებთ და შემიძლია დავარწმუნო, რომ მშიერები დავრჩებით“, - თქვა ტუხელმა.

შეგახსენებთ, რომ ტომას ტუხელი იურგენ კლოპის შემდეგ მეორე მწვრთნელი გახდა, რომელმაც პეპ გვარდიოლა ზედიზედ სამჯერ დაამარცხა. ჩემპიონთა ლიგის ბოლო სამი სეზონი გერმანელმა მწვრთნელებმა მოიგეს. ტუხელამდე იგივე ჰანს-დიტერ ფლიკმა და იურგენ კლოპმა გააკეთეს.

0.12565