ფეხბურთი

2:10 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

გვარდიოლა: "მომდევნო წლებში "სიტი" მსოფლიოში საუკეთესო კლუბი იქნება"

„მანჩესტერ სიტის“ მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ლონდონის „ჩელსისთან“ წაგებული (0:1) ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ კომენტარი გააკეთა. ესპანელი სპეციალისტის განცხადებით, მისმა გუნდმა მეორე ტაიმში გოლი დაიმსახურა, მაგრამ ვერ გაიტანა. პეპი დარწმუნებულია, რომ მომდევნო წლები „სიტი“ მსოფლიოში საუკეთესო გუნდი იქნება.

„ვფიქრობ, საუკეთესო არჩევანი გავაკეთე, ვეცადე ასე ყოფილიყო და გამარჯვება მოგვეპოვებინა. მეორე ტაიმი ბევრად უკეთ ჩავატარეთ, მაგრამ „ჩელსის“ დაცვის წინააღმდეგ ადვილი არ იყო. მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის განსაკუთრებული სეზონი იყო. სამწუხაროდ, ფინალი ვერ მოვიგეთ, ვცდილობდით, მაგრამ ვერ გავაკეთეთ და ამის შემდეგ უფრო მეტს ვიმუშავებთ. მძიმე თამაში იყო, პირველად ვიყავით ჩემპიონთა ლიგის ფინალში, კარგად ვითამაშეთ, გამბედაობა ვაჩვენეთ, განსაკუთრებით მეორე ტაიმში. მინდა მეტოქეს მივულოცო, მათ განსაკუთრებული სეზონი ჰქონდათ. მეორე ტაიმში ერთი გოლის გატანა დავიმსახურეთ, მაგრამ ვერ შევძელით.

ახლა მინდა სახლში, ჩემს ოჯახთან წასვლა, დიდი ხანია, რაც არ მინახავს. ამის შემდეგ კლუბში დავბრუნდები. მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში ის იქნება საუკეთესო კლუბი მსოფლიოში“, - თქვა გვარდიოლამ.

შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ სიტიმ“ პირველად ითამაშა ჩემპიონთა ლიგის ფინალში, ხოლო პეპ გვარდიოლასთვის 2011 წლის მერე იყო პირველი ფინალი. სამწვრთნელო კარიერაში პეპს ყველა ტურნირზე ორადორი ფინალი აქვს წაგებული - 2011 წელს ესპანეთის თასზე და 2021 წელს ჩემპიონთა ლიგაზე.

0.114719