ჩოგბურთი

1:23 | 30.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

კრეიჩიკოვა სტრასბურის ტურნირის ჩემპიონი გახდა

საფრანგეთის ღია პირველობის დაწყებამდე ერთი დღით ადრე დასრულდა სტრასბურის საერთაშორისო ტურნირი, რომლის ფინალშიც, ჩეხმა ბარბორა კრეიჩიკოვამ რუმინელ სორანა კირსტეას 6-3, 6-3 მოუგო. კრეიჩიკოვასთვის ეს WTA-ს ტურზე მოპოვებული პირველი ტიტულია.

მოგების მიუხედავად, ეს არ იყო კრეიჩიკოვას საუკეთესო თამაში. მან 10 ორმაგი შეცდომა დაუშვა, თუმცა ეს დიდწილად ძლიერმა ქარმა განაპირობა, რაც განსაკუთრებით მოწოდებას ართულებდა. საბოლოოდ, ჩეხმა 13-დან ექვსი ბრეიკ პოინტი გამოიყენა და მეტოქეს მესამე ტიტულის მოპოვების საშუალება არ მისცა.

„ძალიან აღელვებული და ბედნიერი ვარ. ეს საოცარი კვირა იყო ჩემთვის. სიტყვები არ მყოფნის“, - განაცხადა 25 წლის კრეიჩიკოვამ, ვინც ტურნირის მსვლელობისას, ორი ისეთი თამაში მოიგო, რომლებშიც სეტით უკან იყო.

თუ ჩეხი მოწოდებაზე ცდებოდა, კრისტეას გათამაშების დროს მოსდიოდა უნებლიე შეცდომები. სულ ტურნირზე მან 44 შეცდომა დაუშვა. კრეიჩიკოვამ ფინალში 22 ქულა მოიპოვა, მათ შორის ბოლომ შეხვედრა მოაგებინა. როლან გაროსზე მისი პირველი მეტოქე, თანამემამულე კრისტინა პლიშკოვა იქნება, კრისტეა კი ბრიტანელ ჯოანა კონტას დაუპირისპირდება.

0.11642