ფეხბურთი

23:28 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„ინტერი“ ლუკაკუში 100 მილიონს მოითხოვს

„ინტერი“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრისას ერთ-ერთი ლიდერი, რომელუ ლუკაკუ გაყიდოს - გვამცნობს La Repubblica.

გამოცემის ინფორმაციით, მილანელები ბელგიელში 100 მილიონ ევროს მოითხოვენ.

იტალიური მედია წერს, რომ 28 წლის ლუკაკუს გადაბირება „რეალს“ და „ბარსელონას“ სურთ, თუმცა ბოლო დროს მისით ყოფილი კლუბი, „ჩელსიც“ დაინტერესებულა,

ლუკაკუმ კარიერა „ანდერლეხტში“ დაიწყო. 2011 წელს „ჩელსიში“ გადავიდა. იქ ფეხი ვერ მოიკიდა და ჯერ „ვესტ ბრომვიჩში“ გაანათხოვრეს, შემდეგ „ევერტონში.“ შემდეგ იყო „მანჩესტერ იუნაიტედი,“ 2019-ში კი ის „ინტერში“ გადაბარგდა 74 მილიონ ევროდ.

0.13121