ფეხბურთი

21:53 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

„მანჩესტერ იუნაიტედი“ ზაფხულის ტრანსფერებისთვის 170 მილიონ ევროს დახარჯავს

„მანჩესტერ იუნატრდის“ ხელმძღვანელობას სურს, გუნდის მთავარი მწვრთნელი, ულე-გუნარ სულშერი, სწრაფად ჩამოყალიბდეს მომავალი შენაძენების თაობაზე, რადგან ტრანსფერებზე 170 მილიონი ევროა გამოყოფილი.

კლუბი დაინტერესებულია ფორვარდით, ფრთის ნახევარმცველით, ცენტრალური და მარჯვენა მცველებით. სულშერმა ისიც თქვა, რომ სამი ისეთი ფეხბურთელის დამატება სურს, რომლებიც ძირითადი შემადგინლობის მოთამაშეებად მოიაზრებიან.

კანდიდატთა შორის არიან: „ასტონ ვილას“ მეკარე ტომ ჰიტონი და გამთამაშებელი ჯეკ გრილიში, „დორტმუნდის“ ჯეიდონ სანჩო, „ტოტენჰემის“ ჰარი კეინი, „ლილის“ სვენ ბოტმანი, „რეალის“ რაფაელ ვარანი, „ვესტ ჰემის“ დეკლან რაისი და „ნორვიჩის“ მაქს ერონზი.

0.112621