ჩემპიონთა ლიგის ფინალურ მატჩამდე რამდენიმე საათი დარჩა. პორტუში კი, სადაც საკლუბო ფეხბურთის წლის მთავარი მატჩი გაიმართება, დიდი მხიარულებაა. ქუჩები სავსეა მეტოქე გუნდების გულშემატკივრებით. შესანიშნავი მზიანი ამინდია და ადამიანები მდინარის პირას სეირნობით იქცევენ თავს.
ბრიტანული ფინალია და აბა, როგორ იქნება ლუდის და სიმღერების გარეშე. წუხელ მცირე შეტაკებებიც მომხდარა მათ შორის, თუმცა სერიოზული არაფერი.
დღისით კი ერთგვარი საკრივო წარმოდგენებიც მოაწყვეს.
შეგახსენებთ, რომ სტადიონი „დრაგაუ,“ უეფას კოვიდრეკომენდაციების კვალად, მხოლოდ 33 პროცენტით შეიძლება შეივსოს, რაც არენის ტევადობის გათვალისწინებით, 16 500 ადამიანს შეადგენს.
მაგრამ ქომაგები ბედნიერები არიან, შარშან ფინალზე (ასევე პორტუგალიაში) ტრიბუნები ცარიელი იყო, ახლა კი ისევ ჟრიამული ისმის...