ფეხბურთი

20:12 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგას დებიუტანტი ჰყავს: "ბრენტფორდი" ინგლისურ ელიტაში აღზევდა

ინგლისის პრემიერლიგაში „ბრენტფორდი“ აღზევდა, რომელმაც ჩემპიონშიფის პლეი-ოფის ფინალში „სუონსი სიტი“ დამაჯერებლად 2:0 დაამარცხა.

„უემბლიზე“ გამართული ფინალი „ბრენტფორდმა“ საკმაოდ დამაჯერებლად მოიგო და უკვე მეოცე წუთზე ორბურთიანი უპირატესობა ჰქონდა. ანგარიში ივან ტონიმ პენალტით გახსნა, მერე კი ემილიანო მარკონდესმა გაიტანა. უელსელებს სიტუაციის გამოსასწორებლად 70 წუთი ჰქონდათ, მაგრამ მდგომარეობა ვერ შეცვალეს და მომდევნო სეზონსაც ჩემპიონშიფში გაატარებენ.

„ბრენტფორდი“ პრემიერლიგის დებიუტანტია, ინგლისის ჩემპიონატის უმაღლე დივიზიონში კი ბოლოს 1947 წელს თამაშობდა. საოცარი სეზონი ჰქონდა ივან ტონის - 25 წლის ინგლისელმა პრემიერლიგის საგზურის მოპოვებაში ყველაზე დიდი წვლილი შეიტანა, რადგან სეზონში ჩატარებულ 48 მატჩში 33 გოლი და 10 საგოლე პასი მიითვალა.

აქვე შეგახსენებთ, რომ „ბრენტფორდამდე“ პრემიერლიგაში „ნორვიჩ სიტი“ და ჩისკოს გაწვრთნილი „უოტფორდი“ აღზევდნენ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.130007