ფეხბურთი

17:17 | 29.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

პრემიერლიგაში მაისის საუკეთესო მწვრთნელი და ფეხბურთელი დაასახელეს

ინგლისის პრემიერლიგის მაისის თვის საუკეთესო მწვრთნელად „ლივერპულის“ დამრიგებელი იურგენ კლოპი დასახელდა.

მაისში „ლივერპულმა“ შესანიშნავად ითამაშა, სეზონის ბოლო 5 თამაში მოიგო და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვა, სეზონი კი მესამე ადგილზე დაასრულა.

მაისის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზი „ნიუკასლის“ ნახევარმცველ ჯო უილოკს ერგო, რომელიც ლონდონის „არსენალის“ საკუთრებაა.

ინგლისელმა ნახევარმცველმა მაისში ოთხ მატჩში მოედანზე უგოლოდ არ დაუტოვებია და ჯამში ოთხი გოლი გაიტანა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.121803