კატალონიის „ბარსელონას“ „მანჩესტერ სიტიდან“ 20 წლის მცველი ერიკ გარსია უბრუნდება, რომელმაც ეს ინფორმაცია დაადასტურა. როგორც ესპანელმა ფეხბურთელმა აღნიშნა, თამამი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ არჩევანის სისწორეში დარწმუნებულია.
„ჩემს მომავალზე ვფიქრობდი და თამამი გადაწყვეტილება მივიღე, მაგრამ ჩემს ნაბიჯში დარწმუნებული ვარ და ამიტომაც, გავაკეთე ეს.
მე და პიკე განსხვავებული ფეხბურთელები ვართ. მანჩესტერში ჟერარდმა ყველაფერი მოიგო. მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო მცველია. მე მხოლოდ 20 წლის ვარ და ჩემი კარიერა ახლახან დავიწყე. ჩვენს შორის ერთადერთი მსგავსება ისაა, რომ ორივე „ბარსელონას“ აკადემიიდან ვართ და ორივე კარიერის დასაწყისში მანჩესტერში ვცხოვრობდით. მე უფრო გამიმართლა, რადგან მანჩესტერის საუკეთესო გუნდში თამაში შემეძლო, პიკეს გამო კი ვწუხვარ“, - თქვა გარსიამ.
შეგახსენებთ, რომ ერიკ გარსია „მანჩესტერ სიტიში“ 2018 წელს გადავიდა და მას შემდეგ 35 მატჩი ჩაატარა.