კატალონიის „ბარსელონა“ მზადაა ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ფილიპე კოუტინიო გაყიდოს. ცნობილი ჟურნალისტის, ფაბრიციო რომანოს ცნობით, ესპანური კლუბის ხელმძღვანელობამ საბოლოოდ გადაწყვიტა ბრაზილიელთან განშორება.
„ბლაუგრანა“ წინადადებებს განიხილავს, მაგრამ დაინტერესებული გუნდების შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება. რომანო წერს, რომ ლონდონის „არსენალი“ სამხრეთამერიკელით დაინტერესებული არაა.
შეგახსენებთ, ფილიპე კოუტინიომ 2020-2021 წლების სეზონში მხოლოდ 14 თამაში ჩაატარა, 3 გოლი გაიტანა და 2 საგოლე პასი შეასრულა.