უეფა საკლუბო შეჯიბრებებში სტუმრად გატანილი გოლის წესის გაუქმებას გეგმავს. ამის შესახებ ჟურნალისტმა მარტინ ციგლერმა ტვიტერში დაწერა. როგორც მან აღნიშნა, უეფას კლუბების საშეჯიბრო კომიტეტმა გადაწყვიტა ევროპულ ტურნირებში სტუმრად გატანილი გოლის უპირატესობის სრულად გაუქმება.
შეხვედრა პორტუგალიის ქალაქ პორტუში შედგა და უეფას კლუბების მხრიდანაც სრული მხარდაჭერა აქვს. სტუმრად გოლის უპირატესობა, როგორც ძირითად, ისე დამატებით დროში არ იმოქმედებს.
ეს ცვლილება უეფას აღმასრულებელი კომიტეტის მიერ დამტკიცებისთანავე ძალაში შევა.
შეგახსენებთ, მოქმედი რეგლამენტის თანახმად, ორმატჩიან დუელებში სტუმრად მეტი გატანილი გოლი უპირატესია და გუნდი, თუ გუნდი შინ 1:0-ს მოიგებს, ხოლო სტუმრად 1:2 დამარცხდება, მომდევნო ეტაპზე გადის.