ჩოგბურთი

22:42 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ბასილაშვილი ლაიოვიჩს შეხვდება, გორგოძე - ტაუსონს

საფრანგეთის ღია პირველობის ტურნირის კენჭისყრა გაიმართა და ქართველი ჩოგბურთელების მოწინააღმდეგეების ვინაობა გაირკვა. პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილი დუშან ლაიოვიჩს შეხვდება, ხოლო ეკატერინე გორგოძე დანიელ კლარა ტაუსონს დაუპირისპირდება.

გორგოძე როლან გაროსის ძირითად ბადეში კარიერის განმავლობაში პირველად ითამაშებს. ეკატერინემ საკვალიფიკაციო ეტაპზე სამი მატჩი მოიგო. ქართველის მოწინააღმდეგე რეიტინგში 90-ე პოზიციაზეა, ხოლო გორგოძე - 222-ზეა. აქამდე აღნიშნული ჩოგბურთელები ერთმანეთს არ შეხვედრილან. გამარჯვების შემთხვევაში გორგოძე ვიქტორია აზარენკასა და სვეტლანა კუზნეცოვას შორის საუკეთესოს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნომერ პირველი ჩოგბურთელი მამაკაცთა შორის ნიკოლოზ ბასილაშვილი კი კარგად ნაცნობ მეტოქეს დუშან ლაიოვიჩს, კარიერაში მეხუთედ დაუპირისპირდება. აქამდე ნიკოლოზმა ოთხჯერ გაიმარჯვა და გრუნტის საფარზე კი ანგარიში 1:1-ია. უნდა ითქვას რომ მიმდინარე კვირაში ორივე ჩოგბურთელი ბელგრადში სლოვაკ ანდრეი მარტინთან დამარცხდა. წარმატებული თამაშის შემთხვევაში ნიკოლოზი შემდეგ წრეში კარლოს ალკარასსა და ბერნაბე საპატა მირალიესს შორის გამარჯვებულს შეხვდება.

0.172522