მოსკოვის ცსკა და თორნიკე შენგელია ევროლიგის ჩემპიონობისთვის ბრძოლას გამოეთიშნენ. „ოთხთა ფინალში“ დმიტრი იტუდისის გუნდი სტამბოლის „ანადოლუ ეფესს“ დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 86:89 დამარცხდა. შედეგად, ფინალში თურქული გუნდი გავიდა.
ცსკა-მ სამი პერიოდი ჩააგდო და გადამწყვეტი მეოთხედის წინ 16 ქულით მარცხდებოდა. შემდეგ ჩამორჩენამ 21 ქულასაც მიაღწია, მაგრამ ამის მიუხედავად მოსკოველები ახლოს იყვნენ თამაშის გადარჩენასთან. შეხვედრის ბოლო წუთზე ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულა იყო. საბოლოოდ, ცსკა-მ თამაში ვერ გადაარჩინა და 86:89 დამარცხდა.
თორნიკე შენგელიამ 24:02 წუთში 10 ქულა, 7 მოხსნა და 1 დაფარება მიითვალა. ქართველმა მძიმე ფორვარდმა 8-დან 4 ორქულიანი და 4-დან 2 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 2 სამქულიანი ააცილა.
მოსკოველთა რიგებში საუკეთესო უილ კლაიბერნი იყო, რომელმაც 26 ქულა და 7 მოხსნა დააგროვა, „ეფესს“ კი ვასილი მიჩიჩმა (25 ქულა) და სერტაჩ შანლიმ ულიდერეს (19 ქულა).
ამრიგად, „ანადოლუ ეფესი“ ევროლიგის ფინალშია, სადაც 30 მაისს „მილანო ოლიმპიასა“ და „ბარსელონას“ წყვილში გამარჯვებულს შეხვდება, ხოლო ცსკა იმავე დღეს დამარცხებულს მესამე ადგილისთვის დაუპირისპირდება.