უეფას ტექნიკურმა დამკვირვებლებმა ევროპა ლიგის 2020/21 წლების სეზონის დაუკეთესო 23-კაციანი შემადგენლობა დაასახელა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.
ყველაზე მეტი, შვიდი წარმომადგენელი ტურნირის ტრიუმფატორს "ვილიარეალს" ჰყავს. საუკეთესო შემადგენლობა კი შემდეგნაირად გამოიყურება:
მეკარეები: დომინიკ ლივაკოვიჩი ("დინამო ზაგრები"), პაუ ლოპესი ("რომა"), ხერონიმო რული ("ვილიარეალი");
მცველები: რაულ ალბიოლი ("ვილიარეალი"), ჰარი მაგუაირი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), აარონ ვან-ბისაკა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ჯანლუკა მანჩინი ("რომა"), ლეონარდო სპინძოლა ("რომა"), ალფონსო პედრაზა ("ვილიარეალი"), პაუ ტორესი ("ვილიარეალი");
ნახევარმცველები: ბრუნუ ფერნანდეში ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დანიელ პარეხო ("ვილიარეალი"), ლორენცი პელეგრინი ("რომა"), პოლ პოგბა ("მანჩესტერ იუნაიტედი"), ეტიენ კაპუ ("ვილიარეალი"), მისლავ ორშიჩი ("დინამო ზაგრები"), ლუკაშ პროვოდი ("სლავია", პრაღა), სკოტ მაკტომინაი ("მანჩესტერ იუნაიტედი");
თავდამსხმელები: ხერარდ მორენო ("ვილიარეალი"), ედინსონ კავანი ("მანჩესტერ იუნაიტედი"), დუშან ტადიჩი ("აიაქსი"), ედინ ჯეკო ("რომა"), ნიკოლა პეპე ("არსენალი");