სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

20:35 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

"რეალმა" ალაბასთან შეთანხმება დაადასტურა

ავსტრიის ეროვნული ნაკრების და აწ უკვე მიუნხენის "ბაიერნის" მცველი დავიდ ალაბა კარიერას მადრიდის "რეალში" გააგრძელებს. როგორც ესპანური კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, ავსტრიელი ფეხბურთელი "გუნდს მომდევნო ხუთი სეზონის განმავლობაში დაეხმარება. დავიდი გუნდს ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შეუერთდება.

ალაბას გერმანულ კლუბთან კონტრაქტი 2020/21 წლების სეზონის ბოლოს დაუსრულდა და ესპანელებს თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. დავიდი მიუნხენურ გუნდში 2008 წლიდან თამაშობდა. "ბაიერნის" მაისურით ალაბამ 431 მატჩი ჩაატარა, გაიტანა 33 გოლი და 55 საგოლე გადაცემა შეასრულა. ავსტრიელმა ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო, ხოლო გერმანიის ჩემპიონი ათჯერ გახდა.

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.124707