ფეხბურთი

18:45 | 28.05.2021 | ნანახია [] - ჯერ

ლაპორტამ მესისა და კუმანის მომავალზე ისაუბრა

კატალონიის „ბარსელონას“ პრეზიდენტმა ჟოან ლაპორტამ ლიონელ მესისა და რონალდ კუმანის მომავალზე კომენტარი გააკეთა. ის იმედოვნებს, რომ მესის შენარჩუნებას შეძლებენ, ხოლო კუმანთან შეხვედრა აქვს დაგეგმილი.

„ლეო მესის კლუბი უყვარს და ის შთაგონებულია პროექტით. ჩვენ მალე გავაკეთებთ შეთავაზებას ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში. მე ზომიერად ოპტიმისტი ვარ.

ჩავი „ბარსელონაში“? პატივს ვცემთ კუმანს, რომელსაც ჩვენთან მოქმედი კონტრაქტი აქვს გაფორმებული. არ არის საჭირო კუმანის ჩამოწერა, მომავალ კვირას შევხვდებით, რათა განვიხილოთ მისი მომავალი“, - თქვა ლაპორტამ.

შეგახსენებთ, რომ ლიონელ მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება და ჯერჯერობით ახალი ხელშეკრულება არ გაფორმებულა.

0.111197